|
2022-01-23 11:22:16, 951 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები
მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციებში მონაწილეობა. ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანელი კოლეგების ბოლო განცხადებას მოსკოვის სავარაუდო გეგმების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით. „ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არის ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, რომლებიც ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელეების გავრცელება და ფოკუსირება მოახდინოს. თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლის შესახებ“, - განუცხადა TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა განიხილავს უკრაინაში პრორუსული მთავრობის დაყენების შესაძლებლობას და ამ კაბინეტს შესაძლოა ყოფილმა უკრაინელმა დეპუტატმა ევგენი მურაევმა უხელმძღვანელოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)