|
2022-01-21 13:26:13, 934 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს ადვოკატები გაასაჩივრებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის დაზარალებულად არ ცნობის შესახებ გაასაჩივრებენ. მისივე განცხადებით, ადვოკატები ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ, რადგან სახალხო დამცველის ეწსპერტთა ჯგუფის დასკვნითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები აქვს მიღებული. "სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ, რომელიც გამოქვეყნდა, დაადასტურა უტყუარად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული დაზიანებები და ის არის დაზარალებული პირი. დაცვის მხარე ბუნებრივია, გაასაჩივრებს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ პროკურორთან და შემდეგ უკვე სასამართლოში. ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი", - განაცხადა მიხეილ საააკაშვილის უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ "მთავარ არხთან".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)