|
2022-01-10 20:02:13, 1117 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - „ენმ“ შეიძლება, გეგმების განხორციელებაში, უფრო დესტრუქციული გახდეს, სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს
„„ენმ“ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება, არის გამწვავება ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს და აქტიური დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში, სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს“, - ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მოულოდნელი ალბათ, არაფერი ყოფილა, რაზეც თავადვე ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელი მეტყველებს. "ახალი და მოულოდნელი ალბათ, ამაში არაფერი ყოფილა, ამაზე მეტყველებს თავად ნიკა მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერის ფონის გარეშე წარდგომა საზოგადოების წინაშე და ბევრი სხვა. მე არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა, არ მგონია "ნაციონალური მოძრაობა" ამით იცვლიდეს სახეს, ის რეალურად კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად. ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება, არის გამწვავება ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს და აქტიური დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში, სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში რომელიმე თანამდებობის პირის ან წევრის ერთმანეთთან შედარებისგან თავს შევიკავებდი, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ დღითი დღე სულ უფრო მეტი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" დეფიციტი ჯანსაღი ძალებისა საკუთარ რიგებში", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)