14:00 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 15:37:34, 643 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებს 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლების ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 13 000-ზე მეტ წიგნს უსასყიდლოდ გადასცემს.

მათივე ინფორმაციით,  ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics