00:05 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 12:23:15, 430 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

„მოკვლევის შედეგად, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა. გარდა ამისა, თავად მოსახლეობის მიერ, მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics