|
2021-12-17 19:28:44, 628 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო, სომხეთს „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს
„რამდენიმე დღის წინ გამართულ მინისტერიალზე დიდი ინტერესი გამოიწვია მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა",- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მინისტრის განცხადებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მეზობელ სომხეთს ამ წარმატებული პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს. „ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვგეგმავთ, ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარებას, სადაც მათ გავუზიარებთ გამოცდილებას მობილური იუსტიციის სახლის პროექტთან დაკავშირებითაც"- განაცხადა რატი ბრეგაძემ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, მიმდინარე კვირაში, ვენეციაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)