|
2021-12-17 10:02:58, 616 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ ქალაქში, შანხაისა და ჩენგდუში ქართული ღვინის წარდგენა სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა.- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგანეტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ანალოგიურ ღონისძიებას, 20 დეკემბერს, კიდევ ერთი ქალაქი - შენჭენი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიებებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პროვინციას მოიცავს. "ქართული ღვინის წარდგენას ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW) უძღვებოდა. ჟულიენ ბულარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ იმ ხუთ ღვინის პროფესიონალს შორისაა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უძღვებიან. გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ჟულიენ ბულარმა სტუმრებს საქართველოს ისტორია, ქართული ღვინის კულტურა, ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები, მევენახეობის რეგიონები და ღვინის დაყენების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო; მან ასევე საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო პარტნიორიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინო მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის მოსაზიდად. თითოეულ წარდგენას პოტენციური მყიდველები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და სომელიეები დაესწრნენ. ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)