|
2021-12-15 14:24:47, 648 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი კლინიკების საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი კლინიკების საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა. „სახელმწიფო ჰოლდინგის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდში ბევრად უფრო ფორსირებულად გაგრძელდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო კლინიკების საწოლფონდი იმ არსებულთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო 65%-ით გაიზარდა“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით ,„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში“ რამდენიმე კლინიკაა გაერთიანებული. „სამედიცინო ჰოლდინგში გაერთიანებულია თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია, იქ არ მიმდინარეობს არანაირი პროცესი, თუმცა საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება როგორც ეს დაგეგმილი იყო. ასევე აქ გაერთიანებულია ჩხობაძის კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელმაც პანდემიის მართვაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. რეგიონული კუთხით ჰოლდინგში 27 საავადმყოფო ერთიანდება. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ ჯანდაცვის სერვისების ხარისხის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით შეიქმნა. „ნებისმიერ ევროპულ, დასავლურ თუ აღმოსავლურ ქვეყნებში სამედიცინო სექტორის ძირითადი წილი სახელმწიფო კლინიკებს უკავია, რადგან ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სწორი სერვისების დროული და შეუფერხებელი მიწოდება პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე, ამ პასუხისმგებლობას სახელმწიფოები იღებენ. მათ რიცხვში საქართველო არ იყო და მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში დიდი იყოს, რათა მოხდეს როგორც ხარისხის, ასევე ფასები რეგულირება და კონტროლი, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი არსებული ბიუჯეტით მეტი ადამიანი განვკურნოთ და მეტისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი არსებული სერვისები და ეს სახელმწიფოსთვისაც გავხადოთ ხელმისაწვდომი ფასების და ხარისხის კონტროლით, რაც ჰოლდინგს გააჩნია“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)