00:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 15:05:29, 737 ნახვა

საზოგადოება
ექიმი სააკაშვილზე – ციხეში დიდი ტრავმა და შეიძლება ითქვას, წამებაც გადაიტანა, ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს

სააკაშვილი ციხეში დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა, წამება გადაიტანა, ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

" ახლა აქვს მკვეთრად გამოხატული ე.წ. პოსტ ტრავმული, სტრესული, ნევროლოგიური დარღვევა. ეს არის სპეციფიური დაზიანება, რომელიც ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს დიდი ტრავმა, სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 დაწესებულებაში ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, წამებაც შეიძლება ითქვას. ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. ფსიქოთერაპევტი არ არის ჩართული საქმეში და სტრესიც მოხსნილი არ არის. საგანგაშოა ნამდვილად მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ სინდრომის არმკურნალობა გამოიწვევს ძალიან ძირფესვეულ ძვრებს მის ორგანიზმში, რომლის მკურნალობას მერე შეიძლება, თვეები დასჭირდეს", - თქვა  "მთავარ არხთან" ექიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics