23:25 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 14:32:42, 796 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ბაზების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და უწყების თანამშრომლებს უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოემსახურება. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპორტული დარბაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.  

„სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მაღალი ხარისხის თანამედროვე ტრენაჟორებით აღიჭურვა. სატრენაჟორო დარბაზთან ინტეგრირებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების სექცია, სადაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ შვილებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics