|
2021-12-13 17:12:31, 578 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე იტალიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ მარტა კარტაბიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც. ამ საკითხზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. იგეგმება, აგრეთვე, ორი ქვეყნის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზება. შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ იტალიის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სამ სესიაზე. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)