|
2021-12-13 17:10:20, 526 ნახვა
საზოგადოება
ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის შედეგად, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი 6 530 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. ამჟამად, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. „აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისთვის როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)