00:43 - 22 Jul, 2026
|
2021-12-10 17:55:42, 624 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10 დეკემბერს, „საქართველოს ფოსტასა“ და „კავკასიის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.. მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას, კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებასა და მათ ჩართულობას „საქართველოს ფოსტის“ სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორმა კახა შენგელიამ.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)