|
2021-12-10 14:52:22, 717 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვამაყობთ, რომ პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროექტ „ბაზარი ორბელიანზე" გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის შენობაში ამოქმედდა. „ბაზარი ორბელიანზე" პროექტის ფარგლებში, სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზარი და კვების სივრცეებია განთავსებული. 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ასევე წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, სხვადასხვა კუთხის, ისე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტი. „ამიერიდან ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული მოსავალი, ქართული, უგემრიელესი პროდუქცია შეიძინონ, არამედ ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, ტურისტებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ, გაატარონ აქ დრო, გაეცნონ ქართული კულინარიის, სამზარეულოს საიდუმლოებებს, თავისი ხელით ამოავლონ ჩურჩხელა, გამოაცხონ შოთის პურები და დააგემოვნონ არაჩვეულებრივი ქართული კერძები. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ მსხვილი, დაახლოებით 19 მლნ ლარის ინვესტიციაა. ასევე ამაყები ვართ, რომ პროექტის განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან აქტიურად მონაწილეობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში პროექტი „ბაზარი ორბელიანზე" სესხის პროცენტის სუბსიდირების მიზნით დაახლოებით 3 მლნ ლარის თანხის ოდენობით დაფინანსდა. მისივე განცხადებით, პროექტში დღეისთვის დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, უახლოეს პერიოდში კი კიდევ უფრო მეტი დასაქმდება. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიურად „აწარმოე საქართველოში" დახმარებით ქვეყნის მასშტაბით უკვე 1800-ზე მეტი ობიექტი სარგებლობს. „ასევე საამაყოა ჩემთვის, რომ აქ წარმოდგენილი 300-ზე მეტი ფერმერი, წვრილი მოვაჭრე - მათი უდიდესი ნაწილი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, სახელმწიფო დახმარებით, ასევე არიან პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის პროგრამების ბენეფიციარები. ეს არის იმის საუკეთესო დასტური, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი დახმარება, სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან ეფექტურია. და რაც მთავარია, წარმოდგენილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ეგზოტიკური ხილიც კი საქართველოშია მოყვანილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)