|
2021-12-10 12:10:52, 543 ნახვა
საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტის ინსპექტირება განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, „ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება. უწყების ცნობით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენების და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა ჭიპაშვილმა დაათვალიერეს და შესაბამისობის დასკვნითი ინსპექტირება განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში აღირიცხება და საჯარო რეესტრში ქარსაფარ ზოლად დარეგისტრირდება, დაახლოებით, 430 ჰექტრამდე მიწის ფართობი; კერძო მფლობელობაში არსებული ქარსაფარი ზოლის შემთხვევაში, მათთვის სტატუსის მინიჭება მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება. „ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესი 2025 წელს დასრულდება.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)