|
2021-12-09 12:01:02, 718 ნახვა
საზოგადოება
იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისხდა და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, თუმცა, უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. „იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც დედაქალაქს სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ, გასხვისდა და იქ კორპუსების აშენება იგეგმებოდა. იცით, მაშინ რა დამოკიდებულება იყო სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების მიმართ და ხდებოდა გასხვისება. არც ქალაქის ინტერესი, არც ეკოლოგიური ინტერესი არ იყო გათვალისწინებული - კორპუსი, კორპუსი და კორპუსი. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ჰქონდათ მცდელობა, რომ მწვანე სივრცეების ხარჯზეც კი კორპუსები ჩაედგათ. რაც შეეხება კორტებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. შევიმუშავეთ კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სივრცე. გამოვაცხადეთ აუქციონი. პირობა იყო მარტივი - განხორციელებულიყო ჩოგბურთის კორტების მოწყობის პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ტერიტორიაზე არანაკლებ სამ საჩოგბურთო კორტს და სპორტული დანიშნულების სივრცეებს მოაწყობს. „გვყავს გამარჯვებული კომპანია - შპს „კორტები“. მას გადაეცემა საკუთრების უფლება და ექნება ვალდებულება, რომ განახორციელოს 5 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ სამი საჩოგბურთო კორტი, ასევე, სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სივრცეები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)