|
2021-12-06 13:57:50, 698 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტში ვალის მოცულობა შემცირებულია და გვაქვს შესაბამისისტრატეგიაც როგორ უნდა ჩამოვიდეთ კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ნიშნულამდე
2022 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ვალის მოცულობა და გვაქვს შესაბამისი სტრატეგიაც როგორ უნდა ჩამოვიდეთ კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ნიშნულამდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაზე საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი დაფუძნებულია ეკონომიკური აღდგენის იმ ტენდენციებზე, რაც არის ქვეყანაში. მისი თქმით, განახლებული პროგნოზით, 2021 წელს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „როგორც იცით, 30 ნოემბერს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ოქტომბრის და ჯამური, 10 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9%, ხოლო წლის პირველი 10 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა. შესაბამისად, გადაიხედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ნაცვლად 9,5%-ისა განისაზღვრა 10,0%-ის ოდენობით. წელს 10%-იანი ზრდის შემდგომ, მომდევნო წელსაც საკმაოდ მაღალი, 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. 2022-2025 წლებში საშუალოდ - 5,5% და ჩვენი ნაბიჯები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს", - განაცხადა მან. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს მცირდება საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობაც და იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2%. რაც შეეხება მთავრობის ვალის მოცულობას - იგი შემცირებულია თითქმის 9%-ით, 60%-იდან 51.1%-იან ნიშნულზე მშპ-სთან მიმართებით. ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 336,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 19 362,6 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 19 171.1 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 332.0 მლნ ლარით.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)