|
2021-12-05 18:43:49, 707 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიმართა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდისა და დაახლოების გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანმა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ინიციატივის იმპლემენტაციის პროცესში ლიდერი ქვეყნების პრაქტიკული, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრის მოადგილემ იმ წარმატეტებსა და პროგრესზეც ისაუბრა, რასაც ქართულმა მხარემ, თავდაცვის ძალებმა ბოლო წლებში ნატოსთან დაახლოების გზაზე მიაღწია. ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს უფროსმა, ნინო გორგოძემ სტუმრებს 2020-2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და 2022 წლის გეგმები გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარევი, რომელიც საქართველოში საქმიანობას უახლოეს პერიოდში დასსრულებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ კაიდო ლაინიარევს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხა და წარმატებები უსურვა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)