|
2021-12-03 17:21:55, 672 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კერძო სექტორს სამშენებლო კანონში შეტანილ ცვლილებებს აცნობს
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კერძო სექტორთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ის საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურებს ამარტივებს. შეხვედრის მონაწილეებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანმა ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესში საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ 2022 წლის პირველ იანვრამდე, თუმცა, მათ დარჩათ ვალდებულება, საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში, დასკვნები წარადგინონ. აღნიშნული საკანონმდებლო ცლილება დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ბიუროკრატიულ პროცედურებს და ფინანსურ ხარჯებს ამცირებს, თუმცა, ეს ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლის შესუსტებას არ გამოიწვევს. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. მსგავსი საინფორმაციო ტიპის შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან მომავალშიც გაიმართება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)