|
2021-12-03 17:09:18, 613 ნახვა
საზოგადოება
ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სხდომაზე, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სხდომა გაიმართა. მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს. აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის აქტიურ წარმოჩენას და პოზიციონირებას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას. „გარემოს დაცვის სფეროში ბერნის კონვენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. კონვენციის დანერგვისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისათვის, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა და მისი განვითარება მიმდინარეობს. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელი 66 ტერიტორიისგან შედგება და მისი ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება მიმდინარეობს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)