|
2021-12-02 17:40:04, 746 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივს უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი მიკლოს კასლერი ეწვია.- აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებთან და საქართველოში უნგრეთის ელჩ ანა შიკოსთან ერთად, მინისტრი ეროვნულ არქივში უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებულ საარქივო მასალასა და აქ დაცულ უძველეს ქართულ ხელნაწერებს გაეცნო. „სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი სოფრომაძემ უმასპინძლეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უნგრელ მინისტრთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სპეციალურად მოწყობილ მცირე ექსპოზიციაზე ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ წარმოდგენილი იყო ისეთი გამორჩეული მასალა, როგორიცაა საქართველოში ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს დაარსებისა და საკონსულოს შემადგენლობის შესახებ დოკუმენტები; საქართველოსა და უნგრეთს შორის კულტურული ურთიერთობის ამსახველი კორესპოდენცია, აფიშები, საგასტროლო პროგრამები; 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი" მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით, ასევე მიხაი ზიჩის მიერ ქუთაისში დადგმული „ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების ფოტოასლები და სხვა; სტუმრებმა იხილეს 1967 წლის კინოსიუჟეტი საქართველოში გამართული უნგრეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის დეკადის შესახებ. ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერებიდან კი უნგრეთის დელეგაციის წევრები გაეცნენ IX საუკუნის ანბანდიდ სახარებას, XII საუკუნის ანჩის სახარებას, დავით აღმაშენებლის ანდერძსა და სხვა უნიკალურ ხელნაწერებს.“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)