|
2021-12-01 11:04:49, 491 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკანონმდებლო საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, საჯარო განხილვები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენელთა მაქსიმალურ ჩართულობას. მათივე ცნობით, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, არჩილ ადამიამ ისაუბრა, კანონქვემდებარე აქტების პროექტები მონაწილეებს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ გააცნო. ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება და მისი მიზანი გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების პრევენციის და აღმოფხვრის ხელშეწყობაა. კანონის თანახმად, თუ საწარმო, საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დააზიანებს გარემოს, ის თავად იქნება ვალდებული, გაიღოს საჭირო ფინანსური რესურსი და აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელიც ქმნის, გარემოსდაცვით ფონდს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე, ე.წ., გარემოსდაცვით ფონდში. აღნიშნულ ფონდში დაგროვებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში."- წერია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)