|
2021-11-26 11:00:59, 795 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ ტვ „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა. კომისიამ „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა. „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება. გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს ჯარიმის სახით 2500-2500 ლარი დააკისრა. რაც შეეხება „ტელეკომპანია ქართულ არხს“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელს მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მაუწყებელმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო.“ - წერია განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)