|
2021-11-26 10:52:13, 688 ნახვა
საზოგადოება
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, სადაც მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთში, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, პრევენციული სამუშაოები გადაუდებელი წესით დაიწყო. ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ფერდზე სპეციალური ბეტონის ბლოკებით დამცავი კედელი სამ რიგად მოეწყობა. „იცით, რომ ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში რამდენიმე დღის წინ ნაპრალი გაჩნდა. ეს არის 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს წარმოქმნილი პრობლემა. მაშინ დაუყოვნებლივ ჩატარდა დამცავი სამუშაოები. ამჟამად, ნაპრალი საჭიროებს მოწესრიგებას, შესაბამისად, გუშინ სპეციალისტებმა შეისწავლეს ადგილი და დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და 27 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)