|
2021-11-25 13:45:23, 596 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე - „დემოკრატიის ვარიაციების” კვლევის ინდიკატორები იმ რეფორმების ლოგიკური შედეგია, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა
საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ.) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამის შესახებ ანგარიში ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა „დემოკრატიის ვარიაციებმა" გამოაქვეყნა. „დემოკრატიის ვარიაციების" კვლევა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია: „ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის მიერ გამოქვეყნდა მორიგი ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე. ანგარიშში მიმოხილულია ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. ეს შეეხება წამებისაგან თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, სხვა ფუნდამენტური უფლებების ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტის დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ინდიკატორები წარმოადგენს ლოგიკურ შედეგს იმ რეფორმებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, აგრეთვე, საგულისხმოა, რომ არა მარტო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, არამედ ამ რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებათაც". თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მუშაობა ამ საკითხებზე გაგრძელდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კვლავ მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო რეიტინგებში. „დემოკრატიის ვარიაციების" კვლევა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)