08:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 12:59:08, 544 ნახვა

საზოგადოება
NCDC- მ კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების 2 წლის ანგარიში წარადგინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მუშაობის 2 წლის ანგარიშს წარადგენს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  გახსნა.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის  მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების  კიდევ უფრო განვითარებაა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.  უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში ცენტრის მიერ განხორციელებულ იქნა ეფექტური აქტივობები.

„მას შემდეგ რაც კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის როლი კარგად დავინახეთ. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ცენტრის კიდევ უფრო  გაძლიერება მნიშვნელოვანია.  საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაავადების კონტროლის ცენტრმა  2 წლის ანგარიში წარადგინა. რა გააკეთა ,რას აპირებს სამომავლოდ და რა არის მათი მთავარი ამოცანა. კითხვები რომლებიც დღეს აქ დაისმება, ჩვენ სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.

ცენტრის მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics