|
2021-11-25 10:36:17, 606 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-30 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა ასამბლეას სიტყვით მიმართავს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. "შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება იქნება. ვიზიტის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და პარტია "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი",- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)