12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 11:52:57, 786 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ვარდების რევოლუციის ყველა მონაპოვარს, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, დიდი საფრთხე ემუქრება

„ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადადაც მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილისა, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისა, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,საზოგადოებამ იმ იდეალებს, რის გამოც ვარდების რევოლუცია მოხდა არ უნდა გადაუხვიოს.

„ვარდების რევოლუცია, დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს. ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადადაც მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილისა, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისა, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო და რაც არ უნდა დავუშვათ არის ის, რომ ამ იდეის, ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში დაპირისპირებისას, არ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა ვარდების რევოლუცია.“ - განაცხადა ბოკერიამ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics