10:36 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 11:44:43, 652 ნახვა

საზოგადოება
დღეს სააკაშვილთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები შევლენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გადაიყვანეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები შევლენ.

სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველებს შეზღუდვები არ ექნებათ, ხოლო პარლამენტის დეპუტატებისა და სხვა პირებისთვის სავალდებულო პროცედურები ნებართვის მისაღებად, დღეს გახდება ცნობილი. 

მესამე პრეზიდენტს დღეს პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს. დღესვე შეიკრიბება სახელმწიფო კონსილიუმი და ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს შეიმუშავებს. 

გარდა ამისა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან რესპუბლიკური კლინიკის რეანიმატოლოგთა ჯგუფი ყოველდღიურად იმორიგევებს. 

სავარაუდოდ ორ დღეში სააკაშვილს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრები, მოგვიანებით კი, „ემპათიას“ ჯგუფის წარმომადგენლები მოინახულებენ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics