|
2021-11-18 17:49:44, 689 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და კოვიდუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, აჭარა აქტიურად ემზადება ზამთრის სეზონისთვის. სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით განხორციელდება კოვიდ-რეგულაციების დაცვის კონტროლი. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში. კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება. შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ტურიზმის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)