|
2021-11-18 13:33:42, 424 ნახვა
საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა
სოლოლაკში, ამაღლების ქ. N3-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალურად გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა. პროექტის მიხედვით, შენობის ფასადი აღდგა, საძირკველი და კედლები გამაგრდა. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყო. კარის ღიობები მოჩარჩოვდა, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისვა, ბზარები დამუშავდა და სპეციალური მასალით შეივსო. გარდა ამისა, სეისმური სარტყელი მოეწყო. ეზოში განახლდა შიდა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის გამარჯვებული კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე და გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ვინარჩუნებთ ისტორიული სახლების იერსახეს. მთაწმინდის რაიონში ბევრ საცხოვრებელ სახლს აქვს მსგავსი პრობლემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 18 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)