|
2021-11-17 17:15:54, 570 ნახვა
საზოგადოება
„Post Europ”-მა ქართული მარკის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გაავრცელა
ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანებამ “Post Europ” - მა თავის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია ქართული მარკის შესახებ, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივი.- ამის შესახებ ინფორაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნული მარკა „Europa 2021“ შექმნილია "Post Europ" - ის ეგიდით და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებისადმი. „აღნიშნული მარკა საქართველოში 2021 წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში, საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით. “Post Europ” - ის მეშვეობით კი მის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გავრცელდა. აღნიშნულით, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ. "Post Europ" - ის აქციას 2012 წლიდან ახორციელებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)