|
2021-11-17 17:00:50, 812 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მე-18 დაწესებულების ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშილმა მედიკამენტების მიღება დაიწყო
გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულების ექიმ-თერაპევტის სანდრო მათეაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მათეაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო მედიკამენტების მიღება და შესაბამისად მისი ლაბორატორული მონაცემებიც გაუმჯობესდა. „იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილიბოლო სამი დღის განმავლობაში, არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნლი იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები.გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმაშის ფარგლებშია, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობოს მდგომარობა, არის ნორმის ფარგლებში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.", - განაცხადა მათეშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)