17:31 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 14:39:28, 838 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი მომდევნო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება დღესაც არ მისცა. აღნიშნულის მიზეზად, უწყება ბრალდებულის ეტაპირებისთვის ხელის შეშლას ასახელებს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დისტანციურად დასწრების შუამდგომლობა დააყენა, რაზეც ექს–პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics