|
2021-11-16 14:07:37, 627 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა
„თიბისი“ ბიზნესების და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით, ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც აერთიანებს ყველა იმ API პროდუქტს, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს. დეველოპერების პორტალი ციფრული ბიზნესებისთვის და ფინტექებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც უწყვეტ მხარდაჭერასა და უკუკავშირს ჰპირდება დეველოპერებს და ბიზნესებს, რომ ინტეგრაცია მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს. ამ დროისთვის, პორტალზე კომპანიებისთვის ხუთი API სერვისი არის ხელმისაწვდომი: თიბისის ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემა, ვალუტის კურსების ფუნქციონალი და ონლაინ განვადების, იპოთეკური სესხისა და ღია ბანკინგის სერვისები. მომავალში, პორტალს კიდევ დაემატება სხვა API პროდუქტები, რაც ბიზნესს დაეხმარება განავითაროს სერვისი და უფრო მარტივი გადაწყვეტები შეთავაზოს მომხმარებლებს, მათი ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან გაუსვლელად. იმისთვის, რომ თიბისის API პროდუქტების გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გახდეს, თიბისის დევ-პორტალზე მუდმივად ხდება სერვისების მონიტორინგი, შემოსული საკითხების ანალიზი, დეველოპერებისგან შემოსული უკუკავშირის გაანალიზება და შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესის დახვეწა. პორტალი, ასევე, განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომლებიც შეძლებენ გაეცნონ დამატებით რესურსებს, ტუტურიალებს, სხვადასხვა სიახლეებს, მოუსმინონ პოდკასტებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)