18:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 21:03:04, 966 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძეს და ზურა ჯაფარაძეს დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძეს და "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ. აღნიშნული ინფორმაციას, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მესამე შემთხვევა რაც დეპუტატებმა მანდატის შეწყვეტის სურვილით მიმართეს პარლამენტს ამიტომ მათ ნებას არ შეეწინააღმდეგებიან.

"მესამე საკითხი ეს იყო, დეპუტატებისთვის, ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათი ორჯერ უკვე მომართვის მიუხედავად, ჩვენ მათ უფლებამოსილებები არ შევუწყვიტეთ, თუმცა უკვე მესამე შემთხვევაა და ბუნებრივია ჩვენ უკვე მათ ნებას დავყვებით და საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ერთი მათგანის საკითხი ამ მიმართულებით უკვე გავლილია საპროცედურო კომიტეტზე, მეორე მათგანის საკითხი ხვალ დილით განახლდება და ალბათ, მოესწრება მისი საკითხის გამოტანაც",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics