14:12 - 22 Jul, 2026
|
2021-11-15 16:11:21, 567 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ყაზბეგში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული ავტომობილის (რომელსაც რუსეთის მოქალაქე მ.მ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 495 ცალი მაჯის საათი და 20 ერთეული ტყავის სამაჯური. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 551 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.“-ნათვქმია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)