14:12 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 16:05:42, 2201 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ.-ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

მათი ცნობით,  შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

„საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას.“-ნათვქმია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics