18:27 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 14:28:25, 570 ნახვა

პოლიტიკა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

"დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პიროვნება სისტემატიურად იტესტებოდა დაწესებულებაში შესვლის წინ და არც ერთ ეტაპზე მას ვირუსი არ დადასტურებია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, იგი სამოქალაქო კლინიკაში გავიდა გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან დაბრუნებამდე საკონტროლო ტესტირებაზე დადგინდა მისი დადებითი შედეგი. შესაბამისად, ის დაწესებულებაში აღარ მოხვედრილა", - აცხადებენ პენიტენციურში.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics