|
2021-11-15 14:15:59, 480 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 17 ნოემბრამდე წვიმა და მცირე თოვლჭყაპია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი . ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში 15 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)