|
2021-11-14 15:16:28, 611 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია - გლდანის ციხეში, კარანტინის მიზეზით, სააკაშვილს ვერავინ ნახავს, გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია დეკანოზ მამალაძის პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით დეკანოზ გიორგი მამალაძეს, გლდანის მე-18 დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა. გვარამიას თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფო წითელი ზონა გახდა და ექსპრეზიდენტთან მონახულების საშუალებას აღარავის მისცემენ, ამიტომაც სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში. "დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!! ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა! ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!! გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ!!!!!!! ps არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა კოვიდრეგულაციების დაცვის გარეშე მოხდა."- წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)