|
2021-11-14 14:23:10, 812 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია, ამ სიტუაციას გააჩერებს მხოლოდ აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია და შესაძლოა საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც გააჩერებს ამ პროცესს, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. „ძალიან არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. 7 000-მდე ადამიანი წევს ჰოსპიტალში, 1 665 მძიმე პაციენტია, ხელოვნური ვენტილაციაზე 368 პირი. ძალიან გადატვირთულია და ზღვარზეა ჰოსპიტალური სექტორი. მარტი საწოლები ხომ არ არის, ადამიანები არიან ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი, ვინც ემსახურება ამას. ამ პროცესს გააჩერებს მხოლოდ აცრები, მეტი ვერაფერი. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და დააწყნარონ სიტუაცია. ერთადერთი, რაც გააჩერებს ამას, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. პირველ რიგში პირბადე, ყველას ვთხოვ. 37%-მდე არის შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი. ეს არის საგანგაშო ციფრი. არავინ არაფერს არ იცავს და რა თქმა უნდა, გვექნება შემთხვევების მატება. არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. თუ ყოველდღიურად 4 000-5 000 შემთხვევა გვექნება, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორი გადაიტვირთება, აღარ იქნება ადგილი. საველე ჰოსპიტლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი სეგმენტია და საჭირო გახდება მათი გახსნა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)