|
2021-11-12 16:12:59, 739 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსთავის ციხეში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა
საქართველოს მესამე პრზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ სააკაშვილს თქმით მას რუსთავის #12 დაწესებულებაში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს. ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის მიზანი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა იყო. „მიხეილ სააკაშვილის აგრძელებს შიმშილობას. იუსტიციის სამინისტროსგან და პენიტენციური სამსახურისგან არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, თუ რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას #18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეო მტკიცებულებაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ არაადამიანურად ექცევა სისტემა ადამიანს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო." - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)