20:17 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 12:16:36, 603 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თანდათან კარგავენ ნდობას EU-ს მიმართ, რასაც კრემლი ელოდება

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოში არასტაბილურობის დასაწყისს ხედავს, რაც ძალიან შემაშფოთებელია. 

"აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ იმის თქმა, რომ განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს - ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება, დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი გარდაუვალად მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის, მისი შემობრუნება რთული იქნება, ასე რომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა", – განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics