|
2021-11-12 10:29:02, 537 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა. როგორც ცნობილია, ის დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრებს. შეგახსნებთ, რომ გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. ხოლო ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)