|
2021-11-11 17:55:40, 653 ნახვა
საზოგადოება
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, სამართალდარღვევა გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. კერძოდ, სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკავატორების მეშვეობით წიაღით სარგებლობის ფაქტი ხორციელდებოდა. გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. ასევე, ერთ-ერთი იურიდიული პირი სოფელ ხაშმის/მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვებას კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის კონტურს გარეთ, სამთო მინაკუთვნიდან 25 მეტრის დაშორებით ახორციელებდა. ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტიში მდინარე ქსანზე წიაღით სარგებლობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. წიაღის ეროვნული სააგენტომ, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სცილდება სააგენტოს უფლებამოსილებას.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)