|
2021-11-10 17:14:55, 590 ნახვა
საზოგადოება
გლდანის III ა მიკრორაიონის N20 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანში გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 36 მისამართზე დასრულდა, 10 მისამართზე კი მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება გლდანის III ა მიკრორაიონის N20 საცხოვრებელ კორპუსშიც, რომლის ხუთივე სადარბაზოში, დაახლოებით, 220 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 482 ლარი დაიხარჯება. ამასთან, ამავე კორპუსში სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც 12 993 ლარი გამოიყო. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა აღნიშნულ სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)