|
2021-11-10 11:18:50, 663 ნახვა
საზოგადოება
DRI - წინასაარჩევნოდ ენგურის ხიდის ჩაკეტვა, ზუგდიდში, ოპოზიციური ძალების შესაძლო გამარჯვების შიშით, თბილისმა მიიღო
ვინ და რატომ შეუშალა ხელი გალის რეგიონის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას არჩევნების პერიოდში. - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" განცხადებას ავრცელებს. DRI-ის განცხადებით, გალის რეგიონის მაცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის, ხოლო „არასასურველი“ პოლიტიკური აქტიურობა - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ამასთან მათივე ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს და დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა. „გალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობა ან პერიოდული აუცილებლობა აქვთ ზუგდიდში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზურ მხარეს ჩაკეტილი ჰქონდა. დე ფაქტო მთავრობა კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა, თუმცა, ბევრი გალელი თვლის, რომ „დროებითი“ ზომა არჩევნებს უკავშირდებოდა. ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია არ დასტაბილურებულა, თუმცა ენგურის გამშვები პუნქტი 1 ნოემბრიდან ოფიციალურად გაიხსნა.“ - ნათქვამია განცხადებაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ „საზღვრის“ ჩაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის თხოვნით მიიღეს. „გალში ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ წრეებში, გალელების პოლიტიკური აქტივობა საფრთხედ იქნა აღქმული ზუგდიდში ოპოზიციური ძალების შესაძლო უპირატესობის მოპოვების შიშით. შესაძლოა, სწორედ ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, დაკეტილი „საზღვრით“ შეეშალათ ხელი სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებისთვის. ამ მოსაზრებას აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები გალის რეგიონის მაცხოვრებლებს საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემას სთხოვდნენ. თუმცა, იმ პირების უმეტესობამ, ვისაც მსგავსი თხოვნით მიმართეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაზე უარი თქვა.“ - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტიუტის ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)