|
2021-11-09 16:17:14, 776 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ, დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი სივრცეებიც მოაწყო.- ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მსგავსი სივრცეები, ჯამში, 15 მისამართზე განთავსდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 365 596 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები უკვე დასრულდა მუხიანის 4 ბ მიკრორაიონის N29 ა და მეორე მიკრორაიონის N10 კორპუსებთან, წყალსადენის ქუჩაზე N33 ა - 35 ბ კორპუსების მიმდებარედ და მუხიანის მესამე მიკრორიაონის N16-17 კორპუსებთან, ასევე, ავჭალა 2-ში, ჯავახეთისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე. "გარდა ამისა, გასართობი ზონები მოეწყო ზაჰესში, მშვიდობის ქუჩა N14-17-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან. ზაჰესში, ავჭალის ქუჩა N11, ლიბანის ქუჩა N24-26, ანდრონიკაშვილის II შესახვევის N24-25 და ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხის N73 კორპუსების მიმდებარედ. ქერჩის ქუჩა N2 კორპუსის, გმირი კურსანტების N27, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N19 კორპუსის და ჯაბიძის ქ N11 -ს შორის. ასევე, გლდანის მესამე მიკრორაიონის N1-3-4 და N 3-6 კორპუსების მიმდებარედ. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. დასრულებულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, თბილისის საკრებულოს არჩეულ კანდიდატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო."- ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)