|
2021-11-09 12:05:31, 465 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის, მიწის ბაზრის განვითარების საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ ცვლილების გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. სებასტიან მოლინეუმ ლევან დავითაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. შეხვედრას სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის ხელმძღვანელი აბდულაზოზ ფაგი, მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის უფროსი ეკონომისტი იან იოსტ ნიჟოფი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)